ხშირად დასმული კითხვები - კარგიოვასკულარული ქირურგია
რას უნდა მივაქციო ყურადღება ოპერაციის შემდეგ? არ დაწვეთ გვერდულად, თავიდან აირიდეთ დგომა, ან ადგომა ცალ მკლავზე მთელი სიმძიმის დატვირთვით, არ ასწიოთ ხელები თავს ზემოთ. სხვა რეკომენდაციები მოიცავს მედიკამენტების რეგულარულ მიღებას, შეძლებისდაგვარად ხშირ ამბულატორიას და რეგულარულ სიარულს, ისევე როგორც ღრმა სუნთქვას, ბუშტების გაბერვას ან რესპირატორული სავარჯიშო მოწყობილობის გამოყენებას. როდის შემიძლია დავიწყო სიარული ოპერაციის შემდგომი პერიოდის განმავლობაში? რა ხანგრძლივობით შემიძლია სიარული? ოპერაციის შემდგომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, ყველა პაციენტი მობილიზებულია მექანიკური ვენტილაციის შეჩერებიდან რამდენიმე საათის შემდეგ და იმყოფება ექთნების ზედამხედველობის ქვეშ. არ არსებობს უკუჩვენება მოძრაობის შემთხვევაში, მაშინაც კი როცა პაციენტი სტაციონალურ მკურნალობას გადის შემდეგ დღეს. პაციენტებს შეუძლიათ და უნდა იარონ რეგულარულად ინტერვალების გათვალისწინებით, რისი დარეგულირებაც მათი შეხედულებით მოხდება სახლში გაწერის შემდეგ. თუმცა, პაციენტმა თავიდან უნდა აირიდოს გადაღლა. ეს საკითხი სრულად არის დამოკიდებული პაციენტის მდგომარეობაზე. როდის შემიძლია გარეთ გასვლა? პაციენტებს გარეთ გასვლა შეუძლიათ ნებისმიერ დროს სახლში გაწერის შემდეგ. რა თქმა უნდა აუცილებელია ამინდის შესაბამისი ტანსაცმლის ტარება. როდის შეიძლება ბანაობა? ბანაობის დროს უკუჩვენება არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჭრილობის უხეში გახეხვა მოხდება. აუცილებელია ჭრილობის დაუყოვნებლივ გამშრალება ბანაობის შემდეგ. მიუხედავად ამისა, პაციენტებისთვის რეკომენდებულია ბანაობისგან თავის შეკავება, სანამ ჩირქოვანი ჭრილობა შეხორცდება და ჭრილობის სახვევი მოიხსნება. ამ პაციენტებს შეუძლიათ დაიბანონ მხოლოდ თავი და სხეული გაისუფთავონ საპნით და სუფთა პირსახოცით. უნდა ვატარო თუ არა სახვევი? ჭრილობაზე სახვევი მოიხსნება მეორე დღეს, თუ ნაკერები სუფთა და მშრალია. ჭრილობაზე მოხდება სადეზინფექციო საშუალების Opside-ის დასხმა. ამ პერიოდში ჭრილობაზე წარმოიქმნება დამცავი ფენა. ჭრილობა უნდა დარჩეს დახურულ მდგომარეობაში, იმ შემთხვევაში თუ ჭრილობა სველია ან გაჟონვა და სისხლდენა შეინიშნება. სახვევი დაგჭირდებათ მხოლოდ მაშინ, თუ მსგავსი სიმპტომები გექნებათ გაწერის შემდეგ. სხვა შემთხვევაში, სახვევის გამოყენება არ არის საჭირო. რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ შევინარჩუნო ჭრილობის სისუფთავე? ხშირად უნდა გამოიცვალოთ ტანსაცმელი, განსაკუთებით მდედრობითი სქესის პაციენტებმა უნდა ატარონ ბრა და დაიცვან ინტერმამარული არეს სისუფთავე. დაუშვებელია ჭრილობის დაკაწრვა (გაფხეკა). დიაბეტის შემთხვევაში აუცილებელია სისხლში გლუკოზის შემცველობის დონის რეგულარული შემოწმება და თავიდან უნდა აირიდოთ ყველაფერი, რაც გლუკოზის დონის აწევას შეუწყობს ხელს. საჭიროების შემთხვევაში გლუკოზის დონის დასარეგულირებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან. მდედრობითი სქესის პაციენტებმა სასურველია მოიმარაგონ სახვევები აფთიაქიდან მკერდისქვეშა არეს ნაკეცის და ინტრამამარული ზონების სიმშრალის უზრუნველსაყოფად. როდის იქნება ოპერაციის შემდგომი ვიზიტი ექიმთან? გაწერიდან 1 თვის შემდეგ მოგიწევთ ექიმთან ვიზიტი. ვიზიტის თარიღი აღნიშნულია ავადმყოფობის ისტორიაში (ასევე ცნობილი როგორც ეპიკრიზი), რომელიც გადმოგეცემათ საავადმყოფოდან გაწერამდე. შესაძლებელია ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა? იმ შემთხვევაში, თუ გულ-მკერდის ღრუ ღიაა ცენტრალურ ნაწილში (შუალედური სტერნოტომია), პაციენტებს ეკრძალებათ გვერდზე წოლა, თუნცა შეუძლიათ ზურგზე ან სკამის პოზიციაში წოლა. აუცილებელია პაციენტის დახმარება წამოდგომის დროს ან ღვედი უნდა დამაგრდეს საწოლის ფეხზე საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ზურგზე დაწვება. შემიძლია მნახველების მიღება? არასასურველია ბევრი მნახველის მიღება თუ პატარა ოთახში ცხოვრობთ. იმ შემთხვევაში, თუ ოთახი რთულად ნიავდება, ეს საუკეთესო გარემო იქნება მიკრობებისთვის და მაღალი იქნება დაინფიცირების რისკი. მნახველების ვიზიტი უნდა იყოს ხანმოკლე და თავი უნდა შეიკავონ პაციენტის გადაკოცნისა და ჩახუტებისგან. ოთახი ყოველთვის კარგად უნდა ნიავდებოდეს (დღის განმავლობაში მაქსიმუმ ერთი მნახველი). თავი შორს დაიჭირეთ ინფექციური დაავადებების მქონე ადამიანებისგან. აუცილებელი არ არის სახლის მცხოვრებლებისგან დისტანცირება. ჩვენ ვურჩევთ თქვენი ოჯახის წევრებს ხშირად დაიბანონ ხელები სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების ნაცვლად. რა უნდა გავაკეთო იმ შემთხვევაში თუ გულმკერდის ფიცრის ლატერალურ მხარეს გაჟონვაა? არსებობს შიშის საფუძველი? წვეთოვანი სუფთა ან ჰემორაგიული გაჟონვა არ არის ინფექციის ნიშანი პოსტოპერაციულ პერიოდში. იმ შემთხვევაში, თუ სითხე არის ძალიან ბლანტი, უმჯობესია ექიმთან მიხვიდეთ. გაჟონვა შესაძლებელია შეინიშნოს დრენაჟის პუნქციურ ნაწილებში, რომლებიც განკუთვნილია სისხლდენის გასაკონტროლებლად პოსტოპერაციულ ფაზაზე დრენაჟის ამოღების შემდეგ. გაჟონვა არ წარმოადგენას პათოლოგიურ მდგომარეობას. ჭრილობის შეხვევა შესაძლებელია დღიური ინტერვალების გათვალისწინებით დოლბანდის გამოყენებით. ვგრძნობ გაღიზიანებას, ჩხვლეტას და ტკივილს გულმკერდის კედელზე, მაგრამ არა ჭრილობის ხაზზე. რამდენად პრობლემურია ეს საკითხი? თქვენი მკერდის ძვალი იყოფა ოპერაციის დროს გულზე სამუშაოდ. შემდეგ ეტაპზე გულმკერდის ბილატერალური კედლები იღება ბილატერული მკერდის დონეზე სპეციალური ინსტრუმენტის რეტრაქტორის (გამაფართოებელი) გამოყენებით. შესაბამისად, კუნთები გულმკერდის წინა კედელზე და ნეკნებზე დაზიანებულია და შედეგად თქვენ შესაძლოა იგრძნოთ გულმკერდის ტკივილი. უფრო მეტიც, გადანერგილი სისხლძარღვები მდებარეობს გულმკერდის კედლის მარცხენა მხარეს, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში კი გულმკედის კედლის ორივე მხარესაც კი და შესაბამისად, აბსოლუტურად ნორმალურია მგრძნობელობის დაკარგვა გულმკერდის კედლის წინა არეში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ვერ ხედავთ მათ, ეს ჭრილობები შეხორცდება და პროცესი გამოიწვევს დაჭიმვის, რეტრაქციის, ჩხვლეტის ან გამსჭვალავი ტკივილის შეგრძნებას. ეს პროცესები მოსალოდნელია ოპერაციის შემდგომ ეტაპზე და შესუსტდება დროის განმავლობაში. ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ ამ პერიოდის მარტივად გადალახვაში. მკლავის ტკივილს და დაბუჟებას ვგრძნობ. რა შეიძლება იყოს მიზეზი? მკლავის კანზე კეთდება ნაჭდევი არტერიული შუნტის მისაღებად კორონალური არტერიის შუნტირებისთვის. შესაბამისად, მოსალოდნელია ჭრილობის ხაზზე ტკივილი. დაბუჟების გამომწვევი მიზეზია ნერვული დაბოლოებების დაზიანება სისხლძარღვის ტრანსპლანტატის მოპოვების დროს, რაც თანდათან შემცირდება. გამოჯანსაღებას ხელს შეუწყობს სწორი ვარჯიშების გაკეთება (ხელების გაშლა და დახურვა). ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელის სავარჯიშო ბურთი. მივიღებ თუ არა იმ პრეპარატებს, რომლებსაც ოპერაციამდე ვიღებდი? პრეპარატებს მიიღებთ მხოლოდ დანიშნულების შესაბამისად. დანიშნული პრეპარატების პარალელურად, შეგიძლიათ მიიღოთ მედიკამენტები სხვა მდგომარეობების შესაბამისადაც (დიაბეტი, ასთმა, უძილობა, დეპრესია, პანიკური შეტევა, ეპილეფსია და ა. შ. ). ვერ ვიღებ მედიკამენტებს, რომლებიც სამედიცინო დასკვნაში არ არის. რა შეიძლება გავაკეთო? სამედიცინო დასკვნა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ სამი თვის თერაპიისთვის საჭირო ოდენობის მედიკამენტები ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე. მსგავსი ცნობების ვადა 2 წელია. შეგიძლიათ მიიღოთ ყველა მედიკამენტი, რაც გამოწერილია. გამონაკლისია Plavix, Karum და Pingel. ამ მედიკამენტების მისაღებად სრული საფასურის გადახდა მოგიწევთ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ანგიოგრაფიული ცნობა, სადაც მითითებულია სტენტის იმპლანტაცია ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამ ტიპის მედიკამენტების საფასური დაიფარება თქვენი დაზღვევით. თქვენი მედიკამენტოზური მკურნალობა დაიგეგმება ოპერაციის შემდგომი ვიზიტის დროს. შესაბამისად, გაიცემა ცნობა (რეცეპტი) მედიკამენტებისთვის, რომლის გამოყენებაც შეგეძლებათ უწყვეტად. რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მივიღო ეს პრეპარატები? ექიმთან ვიზიტამდე რეგულარულად უნდა მიიღოთ მედიკამენტები. იმ შემთხვევაში, თუ მუცლის წამალი (ომეპროლი) და სისხლის გამათხელებელი (ფლავიქსი) ამოწურულია, ექიმი ხელახლა გამოგიწერთ ამ მედიკამენტებს. როდის შემიძლია მანქანის მართვა? მკერდის ძვლის შეხორცების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ექიმთან ვიზიტის დროს. შეგიძლიათ მანქანა მართოთ მოკლე დისტანციაზე, იმ შემთხვევაში თუ ძვალი გამთლიანებულია. შემიძლია თუ არა მქონდეს სქესობრივი კავშირი? შეგიძლიათ გქონდეთ სქესობრივი კავშირი, თუ მკერდის ძვალი გამთლიანებულია და ვიზიტის დროს გვერდზე დაწოლის ნება დაგრთეს. შემიძლია თუ არა მგზავრობა ოპერაციის შემდგომ პერიოდში? შეგიძლიათ იმგზავროთ ავტომობილით, მატარებლით ან თვითმფრინავით გამოწერისთანავე. აუცილებელია 2 საათიანი ინტერვალის გაკეთება და მცირეხნიანი სეირნობა, იმ შემთხვევაში თუ მანქანით იმგზავრეთ. პაციენტების სახლში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანის საჭიროება არ არსებობს. ტკივილი, მკერდის ტკივილი, ზურგის ტკივილი? კუნთების დაჭიმულობა და ძვლის ტკივილი შეზღუდული მოძრაობის შესაძლო შედეგებია პოსტოპერაციულ ეტაპზე. ამ ტკივილისგან თავდასაღწევად საუკეთესო საშუალებაა შეძლებისდაგვარად მეტი სიარული და მოძრაობა. გაწერის შემდეგ რეკომენდირებულია ტკივილგამაყუჩებელი ნოვალგინის მიღება. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტს არ აქვს ეფექტი ან დაღლილობას გრძნობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვოლტარენი ან მსგავსი პრეპარატები (დიკლომეკი, კატაფლამი და ა. შ.). თავი შეიკავეთ დიდი დოზებისგან. შეგიძლიათ ზურგზე და გვერდზე დაიდოთ ცხელი პირსახოცი და გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები. იმ შემთხვევაში თუ ტკივილი გრძელდება აღნიშნული ზომების მიუხედავად, უმჯობესია ექიმთან ვიზიტი. რამდენი ხანი უნდა გამოვიყენო ? პოსტოპერაციული პერიოდის პირველი ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ Triflow და პარალელურად აკეთოთ პულმონარული ვარჯიშები. ამ აპარატის გამოყენება არ დაგჭირდებათ თუ გარეთ სეირნობა შეგიძლიათ ჩივილების გარეშე. რამდენი ხანი უნდა ვატარო საკომპრესიო წინდები? პოსტოპერაციული პერიოდის პირველი ერთი თვის განმავლობაში უნდა ატაროთ საკომპრესიო წინდები. წინდები აღარ იქნება საჭირო, როგორც კი მოძრაობა შეუზღუდავად შეგეძლებათ და გარეთ სიარულს დაიწყებთ. რატომ მაქვს ფეხები შეშუპებული? შეშუპებული ფეხები და კოჭები გარდამავალი მდგომარებაა, რომელიც თან დევს ფეხების შეზღუდულ მოძრაობას და სხვადასხვა მედიკამენტს (მაგ. დილტიზემი). შეშუპების შესამცირებლად შეგიძლიათ ძილის წინ ფეხებს ქვეშ მოათავსოთ ერთი ან ორი ბალიში. შეშუპება შესაძლოა ღამითაც განვითარდეს. ეს მეთოდი არ გამოგადგებათ სერიოზული შეშუპების დროს, რომელსაც შესაძლოა უფრო დიდი ყურადღება და დიურეტიკული თერაპია დასჭირდეს.