შემთხვევის პრეზენტაცია: ასაკი 78, მწვავე აორტის სტენოზი, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია – 35 %, ჩაუტარდა ტრანსკათეტერული იმპლანტაცია. პაციენტის ჩივილები გაგრძელდა და ერთ თვეში სარქველის გაჟონვა დაფიქსირდა, რის შემდეგადაც ჩატარდა ხელახალი ტრანსკათეტერული იმპლანტაცია.
​ტრანსკათეტერული იმპლანტაციის განმარტება: შესაძლებელია მისი განხორციელება ქირურგიული მეთოდით ?
შემთხვევა: 78 წლის მამრობითი სქესის პაციენტმა მიმართა მაღალი დონის კლინიკას მწვავე აორტის სტენოზის მიზეზით. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფუნქციაა 35%. გულის უკმარისობის გარდა პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თირკმლის უკმარისობა (კრეატინინი 1,6 მგ/დლ). პაციენტის ასაკის და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით შეირჩა ტრანსკათეტერული იმპლანტაციის მეთოდი. თუმცა, იმპლანტაციის შემდეგ ჩივილები გაგრძელდა და გაიზარდა და პაციენტმა ხელახლა მიმართა იგივე კლინიკას. გამოკვლევის შემდეგ, დადგინდა მწვავე აორტის სტენოზი და „პარკუჭი პარკუჭში“, რაც გულისხმობს იგივე შემთხვევისთვის მეორე ტრანსკათეტერული იმპლანტაციის გაკეთებას. მეორე ოპერაციაც უშედეგო აღმოჩნდა და ჩივილები გაიზარდა. სხვა ჩივილები მოიცავდა ცერებრალურ ემბოლიას, ლაპარაკის და სიარულის დარღვევას, თირკმლის უკმარისობის ზრდას (კრეატინინი 3,1 მგ/დგ) და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირებას 25%-მდე. ულტრაბგერით კარდიოგრაფიაში, მწვავე აორტის უკმარისობის გარდა, აღინიშნა პარკუჭებს შორისი ტიხრის დეფექტი. ქირურგიული მეთოდი: ოპერაციის დროს გაკეთდა საშუალო (Median) სტერნოტომია და კარდიოპულმონარული შუნტირება და მოხდა ორი ბიოლოგიური სარქველის (TAVI-ტრანსკათეტერული იმპლანტაცია) ამოღება პაციენტის სხეულიდან (ფოტო), აორტალური სარქველი შეიცვალა ბიოლოგიური სარქველით, მიტრალური სარქველის აღდგენა მოხდა ანულოპლასტიკით, პარკუჭებს შორისი ტიხრის პატარა დეფექტი მოიკერა და დაიხურა. ოპერაციის დროს, გასაგები გახდა, რომ პირველი ოპერაციის დროს გადანერგილი სარქველი მიუახლოვდა გარე კარედის პარკუჭოვან მხარეს და გამოიწვია კარედის შეზღუდვა, დამატებით ამან გამოიწვია კარედის ნაწილის პერფორაცია. VSD – პარკუჭებს შორის პატარა ტიხარი ყალიბდება მემბრანული ტიხრის პერფორაციის შედეგად. გულის გაჩერების სრული ხანგრძლივობაა 78 წუთი და კარდიოპულმონარული შუნტირების ხანგრძლივობაა 96 წუთი. ოპერაციის შემდგომი პერიოდი: ოპერაციის შემდეგ პაციენტი 1 დღის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მისი გაწერა მოხდა მეშვიდე დღის ბოლოს. კრეატინინის დონემ დაიწია 1,1 მგ/დლ-მდე და ულტრაბგერითი კარგიოგრაფიის მიხედვით არ აღინიშნებოდა გაჟონვა აორტალურ ან მიტრალურ სარქველებში, განდევნის ფრაქცია ისევ გაიზარდა 40%-მდე. დისკუსიები და დასკვნები: ტრანსკათეტერული იმპლანტაციის კრიტერიუმები და შესაძლო გართულებები უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი პაციენტის მიერ, რომელმაც უნდა განაცხადოს თანხმობა მეთოდთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა იყოს მხედველობაში მიღებული ის ფაქტი, რომ შემთხვევები, რომლებიც მიჩნეულია „სარისკოდ“ ღია გულის ოპერაციებისთვის, ასევე სარისკოა ტრანსკათეტერული იმპლანტაციის დროსაც. ამ შემთხვევის მსგავსად, ტრანსკათეტერული იმპლანტაციის ექსპლანტაცია რთულია ჩვეულებრივ სარქველის ოპერაციასთან შედარებით, თუმცა შესაძლებელია. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მაღალი რისკის შემცველი ღია-გულის ოპერაცები გამოცდილი ექიმების „ოქროს სტანდარტს“ წარმოადგენს. References: ლიტერატურა:
  1. Neurologic Complications of Unprotected Transcatheter Aortic Valve Implantation (from the Neuro-TAVI Trial). Am J Cardiol. 2016 Nov 15;118(10):1519-1526 Am J Cardiol. 2016 Nov 15;118(10):1519-1526
  2. Incidence and treatment of procedural cardiovascular complications associated with trans-arterial and trans-apical interventional aortic valve implantation in 412 consecutive patients. Eur J Cardiothorac Surg. 2011 Nov;40(5):1105-13. doi: 10.1016/j.ejcts.2011.03.022. Epub 2011 Apr 22.