კორონარული შუნტირების ოპერაცია მოიცავს სისხლძარღვების მეშვეობით სხეულის სხვა ნაწილიდან აღებული ვენების გულის სტენოზირებულ სისხლძარღვებთან დაკავშირებას (კორონარული არტერიები).
კორონარული არტერიების დაავადება (CAD)
კორონარული არტერიები გულის გარშემოა განლაგებული და ამაგრებს გულის კუნთებს. არსებობს სამი კორონარული არტერიული სისტემა. აორტა (მთავარი არტერია) კვებავს კორონარულ არტერიებს.
კორონარული არტერიების დაავადება (CAD) თავს იჩენს არტერიების სტენოზის ან ემბოლიას დროს, რომელიც კვებავს მიოკარდიუმს და „კორონარულ არტერიებს“. არტერიების სტენოზი ან ემბოლია ნაწილობრივ ან სრულად ბლოკავს სისხლის მოძრაობას, რაც კორონარული არტერიების დაავადებას იწვევს.
კორონარული არტერიების დაავადება თურქეთში სიკვდილის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 200 000 ადამიანი იღუპება კორონარული არტერიების დაავადების მიზეზით. ამ დაავადების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი დაავადების პროგრესირების პერიოდში.
კორონარული არტერიების დაავადება ძირითადად აღენიშნებათ 40 წელზე მეტი ხნის ადამიანებს. მამაკაცებში მსგავსი შემთხვევები ოთხჯერ ხშირია ქალებთან შედარებით. ქალებში დაავადებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს ესტროგებული ჰორმონები. შესაბამისად, დაავადების სიხშირე იზრდება პოსტკლიმაქსური პერიოდის განმავლობაში. ეს დაავადება ძირითადად აღენიშნებათ 50-60 წლიდან მამაკაცებს და 60-70 წლის ზემოთ ქალებს.
მკურნალობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს დაავადების რისკ ფაქტორების ცოდნა და დამცავი ზომების მიღება. კორონარული არტერიების დაავადების მთავარი მიზეზია ათეროსკლეროზი, რაც გულისხმობს სისხლძარღვების დავიწროებას. ლიპიდი სახელწოდებით „ქოლესტერინი“ ძირითადად მოიპოვება ცხოველურ საკვებში, რისი მიღებაც ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიურობის შემცირებას. ის გროვდება სისხლძარღვის კედლებზე და ავიწროვებს სანათურს. სისხლძარღვის ჩაკეტვას ან უძრაობას ეწოდება „ათეროსკლეროზი“.
რა არის შუნტირების ოპერაცია?
არტერიები, რომლებსაც ვეძახით „კორონარულ არტერიას“ აწოდებენ გულს საჭირო რაოდენობის სისხლს. პერიოდულად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ბლოკირებას, რომლის დროსაც გულს ვერ მიეწოდება საჭირო რაოდენობის სისხლი და უძნელდება სრულყოფილად ფუნქციონირება. მსგავს პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ გულმკერდის არეში ტკივილი და გულის შეტევა. კორონარული შუნტირების ოპერაციის დროს ხდება დაზიანებული ვენების ახალი ვენებით ცვლილება.
როგორ კეთდება შუნტირების ოპერაცია?
შუნტირების ოპერაციები კეთდება როგორც ღია გულზე, ასევე დახურულ გულზე მეთოდით. ადრეულ პერიოდში საკმაოდ პოპულარული იყო მომუშავე გულზე შუნტირების მეთოდი, თუმცა დღესდღეობით მსგავსი მეთოდი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოიყენება. უფრო ხშირად, ქირურგები უპირატესობას ანიჭებენ გულის ღია ოპერაციის მეთოდს, რომლის დროსაც გული ჩერდება და სისხლის მოძრაობა გრძელდება კარდიოპულმონარული აპარატის მეშვეობით. სხეულიდან აღებული არტერიების ნაწილები გამოიყენება დასაკავშირებლად აორტას ნაცვლად და ეს უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობის სისხლის მიმოქცევას ამ ადგილებში.
რამდენად უსაფრთხოა სხეულის სხვა ვენების გულისთვის გამოყენება?
ფუნქციურად, ეს ვენები გამოიყენება იმ აორტების ნაცვლად, რომლებიც უფუნქციო სისტემის ნაწილებს წარმოადგენენ, შესაბამისად ამ ვენების გამოყენება კარდიალური მიზნებისთვის არანაირ რისკს არ წარმოადგენს მათი სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის.
რამდენად სარისკოა შუნტირების ოპერაცია?
შუნტირების ოპერაციისთვის სარისკო ფაქტორებია:
- ასაკი
- სქესი
- არსებული სისხლძარღვთა დაავადებები
- დამატებით გულის სარქველის დაავადებები
- სისხლძარღვების დაავადებების გარდა ფუნქციურობის დაკარგვა
რატომ სჭირდებათ პაციენტებს შუნტირების ოპერაცია?
შუნტირების ოპერაცია საჭიროა მაშინ, როცა:
- მრავლობითი კორონარული არტერიების გახსნა შეუძლებელია არაქირურგიული (ბალონი) მეთოდებით
- ერთი ან მეტი ვენაზე უკვე განხორციელებულია ქირურგიული ჩარევა და ადგილი აქვს სისხლძარღვის ოკლუზიას
- ერთი ან მეტი კორონარული არტერიების დაავადების შემთხვევაში, როცა სარქველის ოპერაცია არის საჭირო
შუნტირების ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია
მსგავსი ტიპის ოპერაციების შემდეგ პაციენტებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ ცხოვრების სტილის შეცვლაზე. ნებისმიერი აქტივობა: კვების და სასმელის მიღების ჩვევები, ნარკოტიკების მოხმარება, მგზავრობა, სპორტული აქტივობები და ყოველდღიური ცხოვრების წესი უნდა დაიგეგმოს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
რამდენად მნიშვნელოვანია შუნტირების ოპერაციის შემდეგ დიეტის დაცვა?
აუცილებელია პაციენტმა შეცვალოს დალევის და კვების ჩვევები და მოერგოს დიეტას. სასურველია პაციენტებმა იმუშაონ დიეტის და კვების ექსპერტებთან თავიანთი კვების რეჟიმის შესადგენად.
შეიძლება შუნტირების ოპერაციამ გამოიწვიოს ტრავმა?
პაციენტების უმრავლესობას მარტივად გადააქვს შუნტირების ოპერაციის შემდგომი პროცესი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს გარკვეული ტიპის ფსიქოლოგიურ პრობლემებს. საჭიროების შემთხვევაში უცილებელია ფსიქოლოგიური დახმარების მიღება.
რამდენად ახდენს გავლენას შუნტირების ოპერაცია პაციენტის სქესობრივ ცხოვრებაზე?
მსგავსი ოპერაციები მოქმედებს სქესობრივ ცხოვრებაზე. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პაციენტების უმრავლესობა მაღალი ასაკისაა, ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს სიტუაციას. მეორე მხრივ, ახალგაზრდა პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ მედიკამენტებს, რომლებიც ამწვავებს მდგომარეობას. ამას გარდა, აუცილებელია თავი შეიკავოთ იმ პრეპარატების მიღებისგან თავი, რომლებიც „ერექტილური დისფუნქციის“ მიზნით გამოიყენებიან, რადგანაც მსგავსი პრეპარატები რისკის მაღალი დონით ხასიათდება კარდიალური პაციენტებისთვის.
რისკ ფაქტორები კორონარული არტერიების დაავადებების დროს
რისკ ფაქტორები, რომლებიც ვერ აღმოიფხვრებიან:
- ასაკი (45 წელს ზემოთ მამაკაცები და 55 წელს ზემოთ / პოსტკლიმაქსური პერიოდის ქალები)
- სქესი (ძირითადად აღინიშნება მამაკაცებში)
- გენეტიკა
- პრევენცირებადი რისკ ფაქტორები
- მოწევა
- ჰიპერტონია (140/190 ზემოთ მაღალი წნევა)
- დიაბეტი
- სტრესი
- ქოლესტერინის მაღალი დონე
- სხვა რისკ ფაქტორები
- სიმსუქნე, ჭარბწონიანობა
- ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი
- პოდაგრა
- ალკოჰოლის ან ყავის გადაჭარბებული მიღება
- კალციუმის მომატებული დონე
- კონტრაცეპტივების მიღება
- მოწევის შეწყვეტა
- ალკოჰოლის და ყავის დოზის შემცირება
- ქოლესტერინის დონის დარეგულირება
- სუფთა ჰაერზე სეირნობა
- თქვენი იდეალური წონის შენარჩუნება
- საჭიროების შემთხვევაში ჰიპერტონიის და დიაბეტის მედიკამენტებით კონტროლ
- თავის დაცვა სტრესისგან
როგორ დავიცვათ თავი კორონარული არტერიების დაავადებისგან?
რა სიმპტომები აღენიშნება კორონარულ არტერიების დაავადებას?
- ძირითადად, დაავადების ადრეულ სტადიაში სიმპტომები არ შეინიშნება
- გულმკერდის ტკივილი (გადადის მარცხენა მკლავზე და მხარზე). ეს ტკივილი ძირითადად დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან, მაგალითად, როდესაც ადიხართ კიბეზე ან შეიძლება წარმოიქმნას ჭამის შემდეგ გულმკერდის ძვალზე, რომელიც ძირითადად ვრცელდება მკლავზე და ნიკაპზე. ტკივილი ქრება დასვენებიდან დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში.
- სწრაფად გადაღლა
- ქშინვა
- სინკოპე, გულის წასვლა
- უეცარი სიკვდილი
გახსოვდეთ, რომ ძირითადად კორონარულ არტერიულ დაავადებებს არ ახასიათებთ სიმპტომები და პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს მიოკარდიუმის ინფარქტი.
ორონარული არტერიული დაავადებების მკურნალობა
კორონარული არტერიული დაავადებების მკურნალობა ხდება მედიკამენტების გამოყენებით, შუნტირების ოპერაციით ან პერკუტანული ჩარევის გზით (ბალონი, სტენტი). მეთოდის შერჩევა მოხდება ქირურგის მიერ პაციენტის გამოკვლევის შედეგების შესაბამისად.
მიოკარდიუმის ინფარქტი
მჭიდრო კორონარული არტერიის სრული ბლოკირების შედეგად შესაბამისი არეს გულის კუნთების ქსოვილებიც კვდება. მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში ტკივილი უფრო ინტენსიური და ხანგრძლივია. ეს არ ეხება ფიზიკურ დატვირთვას. ამ ტიპის ინფარქტი გავლენას ახდენს გულის კუმშვის ფუნქციაზე, რის შედეგადაც გული ვერ ახერხებს საჭირო ოდენობის სისხლის მიღებას და შედეგად ვითარდება გულის უკმარისობა. მიოკარდიუმის ინფარქტი საფრთხეს უქმნის პაციენტების სიცოცხლეს. დაავადების ამ ეტაპების თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტია ადრეული დიაგნოზის არსებობა.
კორონარული შუნტირების ოპერაცია
კორონარული შუნტირების ოპერაცია გულისხმობს სხეულის სხვა ნაწილებიდან ვენები გადატანას გულთან, მაშინ როცა გულის კორონარული არტერიები არ ფუნქციონირებს სრულყოფილად.
ვენები, რომლებიც გამოიყენება კორონარული არტერიული შუნტირებისთვის:
- ფეხის ვენა
- არტერია, რომელიც კვებავს გულმკერდის წინა კედელს (შიდა მამარული არტერია, IMA)
- ბრახიალური (მხარის) არტერია (რადიალური არტერია)
დღესდღეობით, თანამედროვე ქირურგიის ტექნიკის და ტექნოლოგიური მიღწევების დამსახურებით, ღია მეთოდით ოპერაციების შემდეგ პაციენტების სახლზე გაწერა ხდება დაახლოებით 5 დღის შემდეგ. ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებიან ძალიან მცირე პერიოდის შემდეგ. 4-6 კვირაში, ისინი უკვე აბსოლუტურად მზად არიან ყოველდღიური ცხოვრების წესის გასაგრძელებლად, მანქანის მართვის და სქესობრივი აქტივობის ჩათვლით.
კორონარული შუნტირების გრძელვადიანი შედეგები განსაკუთრებით წარმატებულია. ბევრი პაციენტის ჩივილი ქოშინსა და ტკივილთან დაკავშირებით წყდება და ისინი ამტკიცებენ, რომ მათი ყოველდღიური საქმიანობა სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში უმჯობესდება. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს ოპერაციიდან 10 წლის ან უფრო მეტის შემდეგ სჭირდება განმეორებითი ქირურგიული ჩარევა.
კორონარული არტერიული შუნტირების ოპერაციების მეშვეობით ხდება შედეგების ლიკვიდირება, მაგრამ არა მიზეზების. ამ ტიპის ოპერაციების შემდეგ, ხდება პაციენტების მუდმივად კონტროლის ქვეშ ყოლა შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად. მნიშვნელოვანია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, ქოლესტერინის დონის დარეგულირება, სტრესის თავიდან აცილება და დიაბეტის კონტროლი ახალი არტერიების „სიცოცხლის“ გასახანგრძლივებლად. გადამწყვეტია შესაბამისი დიეტის დაცვა და მედიკამენტების რეგულარულად მიღება. მსგავსი პრევენციული ზომები ხელს უწყობს ოპერაციის გრძელვადიანი შედეგების გაუმჯობესებას.