სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის და კვიპროსში დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ამოქმედდა მკერდის თვით-შემოწმების მობილური აპლიკაცია და დისტანცირებული მონიტორინგის სისტემა. კვიპროსში გაიმართა პრესკონფერენცია და დაჯილდოვების ცერემონიალი.
მრავალმნიშვნელოვანი საჩუქარი კვიპროსელი ქალებისთვის
კვიპროსის ჯანდაცვის და ტურიზმის საბჭოს ხელმძღვანელის აჰმეტ სავაშანის მიერ ინიცირებული და TOBB ETU უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის აკადემიკოსის, მედიცინის დოქტორის, პროფ. ტაიფუნ აიბეკის მიერ განხორციელებული მობილური აპლიკაციის პროექტი Apple Store-ზე განთავსდა 2017 წლის 2 იანვარს. საშუალოდ, ნებისმიერ ქალს მკერდის კიბოს განვითარების 8-დან 1 შანსი აქვს სიცოცხლის მანძილზე. მკერდის კიბოს დიაგნოსტიკა ძირითადად სტანდარტული გამოკვლევის შედეგად ხდება და შესაძლოა მისი მკურნალობა ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში. თუმცა, ქალების უმრავლესობა სათანადოდ არ აფასებს მსგავსი გამოკვლევის აუცილებლობას. ასევე, თუ ეს გამოკვლევები არ არის ერთიდაიგივე ექიმის მიერ ან იმავე კლინიკაში განხორციელებული, შესაძლოა შედეგები დაიკარგოს. TOBB ETU საუნივერსიტეტო კლინიკის გულსისხლძარღვთა ქირურგიული განყოფილების უფროსმა პროფესორმა ტაიფუნ აიბეკმა, რომელიც ამავე დროს არის პროექტის კოორდინატორი იგივე სფეროში, განახორციელა პაციენტების მონიტორინგის სისტემების კვლევა და განვითარების ანალიზი და მოამზადა სისტემისთვის ტექნიკური ინფრასტუქტურა. ამ ახალი აპლიკაციის დამსახურებით, ქალებს შესაძლებლობა აქვთ თავად შეიმოწმონ მკერდი სახლში მობილური აპლიკაციის მეშვეობით და ასევე გაიარონ შემოწმებისთვის საჭირო ტრენინგი იმავე აპლიკაციის მეშვეობით. აპლიკაცია შესაძლებლობას იძლევა შედეგები შენახული იქნას კალენდარზე, შემდგომი შეხსენების ფუნქციით და ასევე გაიგზავნოს ექიმებთანაც. პროფესორმა ტაიფუნ აიბეკმა განაცხადა: „თუ ამ აპლიკაციით ჩვენ შევძლებთ წავახალისოთ ქალები, ჩვენი პარტნიორები ან პოტენციური პარტნიორები თავად შეიმოწმონ მკერდი, სანამ დაგვიანდება, ეს საამაყო იქნება ჩვენთვის. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგრძელებთ მობილური აპლიკაციის კვლევას და გაუმჯობესებას. ძალიან მალე, ჩვენ დავიწყებთ სამედიცინო ხელსაწყოს აღქმის ინტეგრირებას აპლიკაციაში. ამ გზით, პაციენტების მიერ მოწოდებული ყველა სამედიცინო მოწყობილობის შედეგები გადაეცემათ ექიმებს და ანგარიშების წარმოდგენა მოხდება სისტემის მეშვეობით. პაციენტებს ექნებათ ექიმებთან პირისპირ ვიდეო კონფერენციების წარმოების შესაძლებლობა და მობილური აპლიკაციის საშუალებით თვით-შემოწმების პროცესზე ინფორმაციის მიღება.“ კვიპროსში გამართულ პრესკონფერენციაზე, კვიპროსიის ჯანდაცვის და ტურიზმის საბჭოს უფროსმა აჰმეტ სავაშანმა განაცხადა, რომ აპლიკაცია საჩუქრად გადაეცემა კვიპროსელ ქალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ ეს მომსახურება უფასოდ გამოიყენონ. სიმსივნით დაავადებული პაციენტების და მეგობრების კვიპროსის ასოციაციის (Cyprus Association of Cancer Patients & Friends) ხელმძღვანელმა, რაზიე კოჯაისმაილმა განაცხადა, რომ ეს აპლიკაცია არის საოცრება და ის იქნება ძალიან სასარგებლო. მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ იმისთვის, რომ მათი ასოციაციის წევრებმა გამოიყენონ ეს აპლიკაცია. აპლიკაცია “Self Check”, რომელიც შეიქმნა ჩვენი კლინიკის გულსისხლძარღვთა ქირურგის, მედიცინის დოქტორის, პროფესორ ტაიფუნ აიბეკის და TOBB ETU უნივერსიტეტის კვლევის და განვითარების განყოფილების ერთობლივი ძალისხმევით, სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება Google Play Store-ზეც. ვულოცავთ კვიპროსს!