კორონარული არტერიის (რომელსაც ვეძახით მარცხენა დაღმავალ კორონარულ არტერიას) დაბრკოლებების მოსაცილებლად შესაძლებელია ოპერაციის გაკეთება პატარა ჭრილობის გავლით „მომუშავე გულის“ მეთოდით. გულის კარდიოქირურგები ამ ტიპის პროცედურას ვუწოდებთ „მინიმალურად ინვაზიურ შუნტირების ოპერაციას“.
გულსისხლძარღვთა ქირურგიაში ქირურგები გამოიყენებენ ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატს, რასაც სისხლის ექსტრაკორპორალურ მიმოქცევას ვუწოდებთ. პაციენტებისთვის რთულად აღსაქმელია წინა გულმკერდის კედლის გაღების და ოპერაციის დროს გულის გაჩერების იდეა და ეს ამავე დროს ხელს უშლის მათ ოპერაციის შემდგომ მალე დაუბრუნდნენ ყოველდღიურ აქტივობებს, რაც არაკომფორტულია მათთვის შესამჩნევი ქირურგიული ნაწიბურების გამო.
დღესდღეობით, მსგავსი პრობლემების თავიდან ასარიდებლად და პაციენტებისთვის ეფექტური მკურნალობის შეთავაზების მიზნით, შუნტირების ოპერაციები კეთდება 4-5 სმ. ჭრილობის მეშვეობით „მომუშავე გულზე“. შესაბამისად, შესაძლებელია პატარა ჭრილობით „მომუშავე გულზე“ გულის ოპერაციის გაკეთება კორონარულ არტერიაში დაბრკოლებების მოსაცილებლად, რასაც მარცხენა დაღმავალ კორონარულ არტერიას ვუწოდებთ.
შუნტირების ოპერაციების ზოგად პრაქტიკასთან შედარებით, ამ მეთოდს ბევრი უპირატესობა გააჩნია პაციენტებისთვის, რაც მოიცავს ხანმოკლე ჰოსპიტალიზაციას, შემცირებულ ტკივილს, სწრაფ გამოჯანმრთელებას, ყოველდღიურ აქტივობებში სწრაფად ჩაბმას და კოსმეტიკური თვალსაზრისით პატარა ქირურგიულ ნაწიბურებს. ამ მეთოდის ეფექტურობის გასაანალიზებლად, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა 197 პაციენტის გათვალისწინებით. ჩვენი კვლევის მიხედვით, მინიმალურად ინვაზიური შუნტირების ოპერაციები 5 სმ. ჭრილობის მეშვეობით გრძელდება დაახლოებით 90 წუთის მანძილზე და პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გამოდიან ოპერაციიდან დაახლოებით 6-14 საათის შემდეგ. ოპერაციიდან 4-5 დღის შემდეგ ისინი უკვე ეწერებიან კლინიკიდან.
ჩვეულებრივ შუნტირების ოპერაციებთან შედარებით, ამ პაციენტებს ჰოსპიტალიზაციის პერიოდში სჭირდებოდათ ტკივილგამაყუჩებლების უფრო ნაკლები დოზა. შემცირებული ტკივილის დამსახურებით, მათი გამოჯანმრთელების პროცესიც უფრო დაჩქარებულად მიმდინარეობდა. ჩვენი გამოკითხვების მიხედვით, როდესაც პაციენტი ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ კლინიკაში მოდიოდა გამოკვლევისთვის, აშკარა იყო, რომ ისინი უფრო სწრაფად უბრუნდებოდნენ ცხოვრების ჩვეულებრივ წესს, ჩვეულებრივ შუნტირების ოპერაციებთან შედარებით. უფრო გრძელვადიანი დაკვირვებების მიხედვით, მხოლოდ 7 პაციენტს აღენიშნა იმპლანტის ვასკულარული ობსტრუქცია და მხოლოდ ერთ პაციენტს დასჭირდა განმეორებითი ოპერაცია. ჩვენს საკონტროლო ჯგუფს, რომელსაც „მედიანურ სტერნოტომიას“ ვუწოდებთ, ჩაუტარდა „ჩვეულებრივი“ შუნტირების ოპერაცია 30 სმ.-იანი ჭრილობით, რამაც გამოიწვია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების უფრო დიდი დოზის მიღება. სტატისტიკურად, ისინი გრძნობდნენ უფრო დიდ ტკივილს და მობილიზდნენ უფრო მოგვიანებით, ვიდრე ისინი, ვისაც ჩაუტარდა მინიმალურად ინვაზიური შუნტირების ოპერაცია.
ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვეულებრივ შუნტირების ოპერაციებთან შედარებით, მინიმალურად ინვაზიური შუნტირების ოპერაციები მომუშავე გულზე უფრო ხელსაყრელია პოსტ-ოპერაციული ტკივილის შემცირების, სწრაფი მობილიზების, ჰოსპიტალიზაციის პერიოდის, სწრაფი გამოჯანმრთელების და ყოველდღიურ აქტივობებში სწრაფად ჩაბმის გათვალისწინებით. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ორი მეთოდის ეფექტურობაში არანაირი სხვაობა არ არის. თუმცა, მინიმალურად ინვაზიური შუნტირების ოპერაცია უფრო მეტ უპირატესობით გამოირჩევა აღნიშნულ საკითხებში, ვისთვისაც ეს საკითხები მნიშვნელოვანია.