აღმავალი აორტის ანევრიზმა ძირითადად აორტის ფესვის გაფართოებასთან ერთად ჩნდება. ძირითადად, ეს ხდება აორტალური სარქველის უკმარისობასთან ერთად ან აორტალური სარქველის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს აორტის ფესვის გაფართოება. მიზეზის მიუხედავად, აორტის ფუძის გაფართოების ჩანაცვლება სარქველით არის ე. წ. ბენტალის ოპერაცია.
პროცედურა 1968 წელს იქნა გამოყენებული ბენტალის მიერ და ის ცნობილია როგორც ერთერთი ყველაზე რთული ოპერაცია კარდიო ოპერაციებს შორის. (https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC47179…)
ბანტალის გამო, აორტის ანევრიზმა არ არის ერთადერთი საკითხი. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე აორტის ანევრიზმა გრძელდება აორტის ფესვამდე. აორტალური სარქველი და კორონარული არტერიები მდებარეობს აორტის ფესვში, შესაბამისად მათზეც მოქმედებს გაფართოება.
აორტის ანევრიზმის ყველაზე საშიში გართულება სისხლძარღვის გასკდომა. სწორედ ამიტომ, აღმავალ აორტას, რომელიც ამ დონეს აღწევს, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. დღესდღეობით, ანევრიზმისთვის ამ პოზიციაში, არ არსებობს ინტერვენციული მკურნალობა. გულსისხლძარღვთა ქირურგიული სახელმძღვანელოების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გაფართოებული აორტას ზომა არის >=55 მმ, აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ზომა აჭარბებს >=50 მმ და არის ცვალებადი ჰიპერტონია და/ან მარფანის სინდრომი და მსგავსი შემთხვევები, აუცილებელია პრევენციული ქირურგიული მიდგომა, რადგანაც ეს დაავადებები პოტენციურ რისკებს წარმოადგენენ. (http://vascular-endovascular-surgery.imedpub.com/c…).
აორტის ანევრიზმის დადგენა მარტივია ულტრაბგერითი კარდიოგრაფიის გზით. თუმცა, კომპიუტერული ტომოგრაფია დიაგნოზის დასმის ყველაზე მნიშვნელოვან მეთოდად არის მიჩნეული. ასევე შესაძლებელია ზომის დასადგენად გამოყენებული იქნას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და ანგიოგრაფია.
ბენტალის ოპერაციის დროს, რომელიც ერთერთ ყველაზე რთულ ოპერაციას წარმოადგენს გულსისხლძარღვთა ქირურგიაში, ხდება აღმავალი აორტის სრული რეზექცია (ამოღება). რეზექცია იღება აორტის ფესვის მიმართულებით და ხდება კორონარული არტერიების ერთმანეთისგან განცალკევება საწყისი პუნქტებიდან და მომზადება ხელახლა გასაკერად.
ხდება აორტალური სარქველის სრული რეზექცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევებში აორტალური სარქველები არ ექვემდებარებიან აღდგენას სტენოზის ან უკმარისობის გამო, შესაბამისად აუცილებელია სარქველის შეცვლა. ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა ორსარქველიანში.
როგორც ფოტოზე ჩანს, აორტალური სარქველი იცვლება ბიოლოგიური ან ფოლადის (მექანიკური) სარქველით და აორტის ფესვის ჩათვლით, მთლიანი აორტა იცვლება „იმპლანტით“, რომელიც ხელოვნური მასალისგან არის დამზადებული. არსებობს კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ბენტალის ოპერაციებისთვის შესაბამის „იმპლანტებს“. ამის შემდეგ, როგორც ფოტოზე ჩანს, ხელახლა ხდება კორონარული არტერიების იმპლანტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ხდება კორონარული არტერიები გადანერგვა ახალ აორტებთან.
ამ ოპერაციებისთვის აუცილებელია სიზუსტე და გეომეტრიული ოსტატობა. რადგანაც, თუ კორონარული არტერიების გაკერვა მოხდა არათანაბრად, არასწორად ან არასაკმარისად, კარდიალური ფუნქციები შესაძლოა დაირღვეს და გართულებების საფუძველი გახდეს. სწორედ ესაა, ის რაც ბენტალის ოპერაციებს ართულებს.
პროფესიონალიზმის შემთხვევაში შედეგები ძირითადად დამაკმაყოფილებელია. ლიტერატურის მიხედვით ოპერაციების
დროს სიკვდილიანობის დონე მერყეობს 1%-დან 12-მდე. ბენტალის ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს მცირე ჭრილობით, როგორც ამ სტატიის ფოტოზე ჩანს. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ აჩვენებს, რომ თუნდაც ასეთი სირთულის ოპერაციის ჩატარებაც კი შესაძლებელია პაციენტის კოსმეტიკურად დაზიანების და ძვლის გაკვეთის გარეშე. ეს ფაქტები ასევე ამაღლებს პაციენტების კმაყოფილების დონეს ბენტალის ოპერაციების შემდეგ.
ბენტალის ოპერაცია არის პრევენციული მკურნალობის მეთოდი. ის იცავს პაციენტებს კორონარული უკმარისობისგან და აორტის გასკდომისგან. ამ პატარა ჭრილობის მეთოდის დამსახურებით ბევრად დაბალია ინფექციის რისკი და მაღალია პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე პოზიტიური გავლენა.